ემილი ჩენონი გაზელ ფაინანსის გუნდს 2017 წლის ოქტომბერში შეუერთდა, როგორც ოპერაციების ოფიცერი. ემილის აქვს მრავალ კომპანიაში ფინანსური მიმართულებით მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მათ შორისაა აუდიტი, ინვესტორებთან ურთიერთობა, ფინანსური მოდელირება, ფინანსური ანალიზი, კომერციული საბანკო და კორპორატიული საბანკო მიმართულება.
გაზელ ფაინანსში მუშაობის დაწყებამდე, ემილი იყო სტაჟიორი-ანალიტიკოსი EBRD-ის წარმოებისა და მომსახურების გუნდში. ამ პერიოდში, ის ჩართული იყო რამდენიმე პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანში, ინვესტიციის საერთო ღრებულებით - $50 მილიონი. როგორც პროექტის გუნდის წევრი, ის პასუხისმგებელი იყო კოვენანტებთან შესაბამისობის მონიტორინგზე, გარემოსდაცვით და სოციალურ შესაბამისობაზე, სუბიექტის შეფასებაზე/დიუ დილიჯენსზე, საკრედიტო შეფასების მომზადებაზე, პირდაპირი ფინანსირებისა და თანადაფინანსების პროექტებზე მემორანდუმის საბოლოო გადახედვაზე, ფინანსური მოდელების შექმნაზე/განახლებაზე.
EBRD-მდე კი, ემილი დასაქმებული იყო დელოიტში, თავდაპირველად როგორც ბუღალტერი, შემდეგ კი - როგორც აუდიტორი. მის მოვალეობას წარმოადგენდა აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის ანგარიშების გატარება, ფინანსური ანგარიშების აუდირება დადგენილი პროცედურების, IFRS და US GAAP პრინციპების შესაბამისად, საკრედიტო შეფასების პროექტებზე მუშაობა.
ემილი ასევე მუშაობდა სს ბანკში კონსტანტა, როგორც ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი. მას ევალებოდა ბანკის კრედიტორებისთვის ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბანკის ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი, ბანკსა და კრედიტორებს შორის ხელშეკრულებების მომზადება.
ემილი ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრია, ფინანსებისა და მართვის სპეციალიზაციით. მან წარმატებით გაიარა F1F9 (FAST) მოდელირების კურსი და გეგმავს გახდეს ACCA-ს წევრი (დღეისათვის, მას წარდგენილი აქვს F1-F5 ACCA დოკუმენტები). ინგლისურ და ქართულ ენებზე საუბრის გარდა, ემილი კარგად ფლობს რუსულ ენას.